27 მაისს თბილისის ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში სტარტს აიღებს საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი. როგორც ღია, ასევე ქალთა ტურნირში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატის საგზურს. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და დასრულდება 3 ივნისს.
26-27 აპრილს ქუთაისში, 3 მაისს ბათუმში და 17 მაისს ფოთში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, პროექტის — ‘საფეხურების’ სასწავლო მეთოდიკის დანერგვის ფარგლებში, გაიმართა რეგიონული კონფერენციები იმერეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონების წარმომადგენელი ჭადრაკის მწვრთნელებისთვის.
5 - 16 მაისს ავსტრიაში იმართება 2024-25 წლის, მსოფლიო ქალთა გრან პრის გათამაშების მე-6 ეტაპი. გრან-პრის გათამაშება ჭადრაკში ქალთა შორის — ეს არის ტურნირების სერია მსოფლიოს 20 უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა შორის და ქალთა ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვან ასპარეზობად ითვლება.
5 - 14 მაისს ბათუმში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. I-II ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურს.
13 - 24 აპრილს ინდოეთში იმართება 2024-25 წლის, მსოფლიო ქალთა გრან პრის გათამაშების მეხუთე ეტაპი. გრან-პრის გათამაშება ჭადრაკში ქალთა შორის — ეს არის ტურნირების სერია მსოფლიოს 20 უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა შორის და ქალთა ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვან ასპარეზობად ითვლება.
19 - 23 მარტს თბილისის ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის აღმოსავლეთ ზონის ტურნირები 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ხოლო 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გაიმართება 2 - 6 აპრილს ასევე თბილისის ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში.
14 - 27 მარტს რუმინეთში იმართება ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 92 000 ევროს. ჩემპიონატში მონაწილეობს 40 ქვეყნის 377 მოჭადრაკე. მათ შორის 6 საქართველოს წარმომადგენელი.
14 - 25 მარტს კვიპროსში იმართება 2024-25 წლის, მსოფლიო ქალთა გრან პრის გათამაშების მეოთხე ეტაპი. გრან-პრის გათამაშება ჭადრაკში ქალთა შორის — ეს არის ტურნირების სერია მსოფლიოს 20 უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა შორის და ქალთა ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვან ასპარეზობად ითვლება.