თამარ ესაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა სწრაფ ჭადრაკში ონლაინ მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე და 18 წლამდე გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თამარმა წარმატებით განვლო 3 ეტაპი და მხოლოდ ფინალში დამარცხდა აზერბაიჯანელ მოჭადრაკესთან. თამარმა ასევე მოიპოვა სუპერფინალის საგზური რომელიც დეკემბერში გაიმართება.