5 - 29 ივლისს ბათუმში იმართება ფიდეს ქალთა მსოფლიო თასი ჭადრაკში. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს 46 ქვეყნის 107 უძლიერესი ქალი. მათ შორის 7 ქართველი: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე.
22 ივნისიდან ბათუმში იმართება ფიდეს მსოფლიო თასი 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობს 40-მდე ქვეყნის 300 მოჭადრაკე. ტურნირი იმართება 2 ეტაპად - პირველი ეტაპი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად, ხოლო მეორე ეტაპი კი ნოკაუტ სისტემით.
8 - 21 ივნისს სენტ-ლუისში იმართება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ქალთა საერთაშორისო ტურნირი "Cairns Cup". ტურნირში მონაწილეობს უძლიერესი 10 მოჭადრაკე ქალი. მათ შორის ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 250 000 აშშ დოლარი.
2025 წლის 31 მაისს 14:00 საათზე თბილისის ეროვნულ სასახლეში (რუსთაველის გამზირი 6, ოთახი 31B) ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდა C კატეგორიის მისანიჭებლად, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს,