2022 წლის 27 მარტს 13:00 საათზე ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში გაიმართება მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები ეროვნული არბიტრის წოდების მისანიჭებლად, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ სრულწლოვან პირებს. საგამოცდო კითხვარი მოიცავს ტესტებს და სხვადასხვა კითხვებს: 

1. ჭადრაკის თამაშის ძირითადი წესები სტანდარტულ, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში; 

2. სატურნირო წესები:

2.1. საჭადრაკო საათი

2.2. დარღვევები

2.3. სვლების ჩაწერა

2.4. ყაიმი, საყაიმო პოზიციები

2.5. მოჭადრაკეების ქცევის კოდექსი

2.6. არბიტრის როლი

3. თაი-ბრეიქები (ბუჰგოლცი, პროგრესი, ბერგერი).

გამოცდაზე დასწრების მსურველებმა: 

1. 26 მარტამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ახალგაზრდების, მწვრთნელებისა და ღონისძიებების კომისიის ვებ-გვერდზე (www.i64.ge).

2. გაწევრიანდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში და გადაიხადონ წლიური საწევრო თანხა 24 ლარი შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე.

საკონტაქტო პირი - ღონისძიებების / მსაჯთა და საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე დათო კოდუა, მობ: 593399264.  ელ-ფოსტა: geo.chess.event@gmail.com

რეგისტრაცია

უკან