logo

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური საიტი | GEOCHESS.GE

  • მთავარი
  • ფედერაცია
    • კალენდარი
      • 2021 წელი
      • 2022 წელი
      • 2023 წელი
    • მსაჯები
    • რეგიონები
  • ტურნირები
    • ეროვნული ტურნირები
    • საერთაშორისო ტურნირები
  • რეიტინგები
    • მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
    • საქართველოს საუკეთესო ასეულები
  • განათლება
    • ჭადრაკი ინგლისურად
    • ChessBase
  • ლიცენზირებული
    • მწვრთნელების რეგისტრაცია
    • მწვრთნელის გვერდი
    • შეფასების კრიტერიუმები
    • საატესტაციო გამოცდები
  • აკრედიტირებული
    • აკრედიტაციის წესი
  • ისტორია
    • ანდრია დადიანი
    • ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან
    • პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან
    • მნიშვნელოვანი თარიღები
მთავარი გვერდი
თბილისის ღია ჩემპიონატი 8 წლამდე

12 - 19 მარტს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება თბილისის ღია ჩემპიონატი 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ტურნირში გათამაშდება შესაბამისი ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები.

დებულება    ტექნიკური შედეგები

ვრცლად
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი

2 - 14 მარტს სერბეთში იმართება ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატზე მონაწილეობის 40 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 6 ქართველი: მიხეილ მჭედლიშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა, გიგა ყუფარაძე, თორნიკე სანიკიძე, გაიოზ ნიგალიძე, ნოე თუთისანი.

ტექნიკური შედეგები    პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ვრცლად
დაბადების დღეს ვულოცავთ!

დაბადების დღეს ვულოცავთ ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ აკაკი იაშვილს!

ვრცლად
საქართველოს ჩემპიონატის 1-ლი ლიგა 8, 10 და 12 წლამდე

5 - 10 მარტს გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის 1-ლი ლიგის აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონის ტურნირები 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. აღმოსავლეთ ზონის ტურნირი ჩატარდება თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ხოლო დასავლეთ ზონის ტურნირი კი ფოთის საჭადრაკო კლუბში.

აღმოსავლეთ ზონა: დებულება   ტექნიკური შედეგები  პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია 

დასავლეთ ზონა:  დებულება     ტექნიკური შედეგები

ვრცლად
ქალთა საერთაშორისო ფესტივალი

9 - 15 მარტს ირანის დედაქალაქში, თეირანში იმართება ქალთა საერთაშორისო ფესტივალი "Nowrouz-gah Cup". ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენს 5000 აშშ დოლარს. ფესტივალის პროგრამით იმართება ტურნირები სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

დებულება

ვრცლად
ჭადრაკის მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდა

2023 წლის 26 თებერვალს, 12:00 საათზე თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები C კატეგორიის მისანიჭებლად, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს

რეგისტრაცია

ვრცლად
საქართველოს ჩემპიონატი 7, 9, 11, 13 და 15 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

16 - 25 თებერვალს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 7, 9, 11, 13 და 15 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. I - II ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის სასკოლო ჩემპიონატების საგზური.

დებულება     ტექნიკური შედეგები    პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია:   U 13 & 11.   U 15 & 09.

ვრცლად
ნანა ძაგნიძემ წარმატებით იასპარეზა

წარმატებით იასპარეზა ნანა ძაგნიძემ ქალთა გრან-პრის მეორე ეტაპის ტურნირზე, რომელიც გაიმართა 1 - 14 თებერვალს მიუნხენში. საქართველოს ნაკრების ლიდერმა 11 შესაძლებლობიდან 6,5 ქულა დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ფიდეს ქალთა გრან-პრი ტარდება 4 ეტაპად

ვრცლად
საქართველოს ქალთა მე-80 ჩემპიონატი

5 - 15 თებერვალს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ქალთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჭადრაკში. ჩემპიონატი ტარდება წრიული სისტემით და მონაწილეობს 10 მოჭადრაკე. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს.

დებულება     ტექნიკური შედეგები      პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ვრცლად
თებერვლის რეიტინგ ტურნირები

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება ფიდეს რეიტინგ ტურნირები სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. 5 თებერვალს გაიმართება მე-4 ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. ხოლო 6 - 9 თებერვალს კი ჩატარდება ღია ფიდეს რეიტინგ ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.

ელვისებურ ჭადრაკში:   დებულება     რეგისტრაცია

სწრაფ ჭადრაკში:            დებულება     რეგისტრაცია

ვრცლად
<<10 11 12 13 14 15 16 17 18 19 >>