2023 წლის 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები C კატეგორიის მისანიჭებლადხოლო 7 ოქტომბერს 15:00 საათზე კი მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები ეროვნული არბიტრის წოდებაზე. გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ:

1. 2023 წლის შესაბამისი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (24);

2. თითოეული სალიცენზიო გამოცდის სარეგისტრაციო შესატანი (30).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია:  

სს "საქართველოს ბანკი"

საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701  

ბანკის კოდი BAGAGE22

რეგისტრაცია მწვრთნელთა გამოცდაზე               რეგისტრაცია მსაჯთა გამოცდაზე

უკან