საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 8, 9, 10, 16 და 17 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება მწვრთნელთა ონლაინ სემინარი (Zoom-ის საშუალებით)სემინარს ჩაატარებს მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი საჭადრაკო სკოლის  წამყვანი სპეციალისტი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ფიდეს მწვრთნელი – ალექსანდრე კოსტიევი.

 სემინარი განსაზღვრულია ოსტატობის კანდიდატის მომზადების დონეზე. სემინარი მიეძღვნება მეტად მნიშვნელოვან საჭადრაკო თემებს:

1) დათვლის ტექნიკა;

2) მიტელშპილის თეორია;

3) ენდშპილის თეორია.

 სემინარზე დასწრება შეუძლიათ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლიცენზირებულ მწვრთნელებს.

 სემინარის დასრულების შემდეგ მწვრთნელებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.

 სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ონლაინ ფორმა.

 საკონტაქტო პირი: არსენიძე ალექსანდრე (ტელ - 599929687)

უკან