22 მაისს გიბრალტარში სტარტი აიღო ფიდეს ქალთა გრან-პრის დასკვნითი, მე-4 ეტაპის გათამაშებამ. ტურნირში მონაწილეობს 12 მოჭადრაკე, მათ შორის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ლიდერი, საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე. ტურნირი იმართება წრიული სისტემით 11 ტურად და დასრულდება 2 ივნისს.
ტურნირის ვებგვერდი ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია
19 - 28 აპრილს იმართება საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა tornelo.com -ზე. ყოველდღიურად იმართება 1 ტური შემდეგი დროის კონტროლით - 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.