იტალიაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ბრწყინვალედ იასპარეზა და 11 შესაძლებლობიდან 8 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკოლოზ კაჭარავამ. მან ასევე შეასრულა დიდოსტატის მორიგი ბალი და 20 პუნქტით გაიუმჯობესა ფიდეს რეიტინგი. ვულოცავთ ნიკოლოზს ამ უდიდეს წარმატებას!