28 სექტემბერს 16:00 საათზე თბილისის ჭადრაკის სასახლეში იმართება ქალთა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში - ნინო ხურციძის თასი. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 3500 ლარს. 

1.1. მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა. კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს 2300 და მეტი რეიტინგის მქონე ქალ მოჭადრაკეებს  (2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით);

ბ. ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM, FM, WFM) მქონე მოჭადრაკეებს;

გ. 2024 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე 1-5 ადგილებზე გასულ გოგონებს;

დ. საქართველოს 20 წლამდე გოგონათა შორის კლასიკურ ჭადრაკში საუკეთესო ფიდეს აქტიური

რეიტინგის მქონე 1-5 მოჭადრაკეს (2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით);

დებულება  ტექნიკური შედეგები

უკან