logo

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური საიტი | GEOCHESS.GE

  • მთავარი
  • ფედერაცია
    • კალენდარი
      • 2021 წელი
      • 2022 წელი
      • 2023 წელი
    • მსაჯები
    • რეგიონები
  • ტურნირები
    • ეროვნული ტურნირები
    • საერთაშორისო ტურნირები
  • რეიტინგები
    • მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
    • საქართველოს საუკეთესო ასეულები
  • განათლება
    • ჭადრაკი ინგლისურად
    • ChessBase
  • ლიცენზირებული
    • მწვრთნელების რეგისტრაცია
    • მწვრთნელის გვერდი
    • შეფასების კრიტერიუმები
    • საატესტაციო გამოცდები
  • აკრედიტირებული
    • აკრედიტაციის წესი
  • ისტორია
    • ანდრია დადიანი
    • ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან
    • პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან
    • მნიშვნელოვანი თარიღები
მთავარი გვერდი
მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატი

14 - 27 ნოემბერს იტალიაში იმართება მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატი 50+ და 65+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატზე მონაწილეობს 50-ზე მეტი ქვეყნის 350-მდე მოჭადრაკე. მათ შორისაა მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი,

ტექნიკური შედეგები       პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ვრცლად
გაბრიელ გაბადაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 10 წლამდე ჭაბუკთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გაბრიელ გაბადაძემ. მან დაუმარცხებლად განვლო მთელი ტურნირი და 9 შესაძლებლობიდან 7 ქულის აღება შეძლო (5 მოგება, 4 ფრე).

ქართველ მოჭადრაკეთა საბოლოო შედეგები

ვრცლად
ჭადრაკის მწვრთნელთა ონლაინ სემინარი

საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ჭადრაკის აკადემიის ინიციატივით 14 ნოემბრიდან გაიმართება ჭადრაკის მწვრთნელთა ონლაინ სემინარი თემაზე – კომპიუტერული საჭადრაკო პროგრამების მართვა. სემინარი გაიმართება: 14, 15, 17, 18, 21, 22, 24, 25, 28, 29 ნოემბერს

რეგისტრაცია

ვრცლად
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი

5 - 15 ნოემბერს თურქეთში იმართება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა. ჩემპიონატზე მონაწილეობს 46 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 18 ქართველი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

ტექნიკური შედეგები       პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ვრცლად
ჭადრაკის მწვრთნელთა ონლაინ სემინარი

საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ჭადრაკის აკადემიის ინიციატივით 29 ოქტომბრიდან გაიმართება ჭადრაკის მწვრთნელთა ონლაინ სემინარი თემაზე – დამწყები მოჭადრაკის მომზადების მეთოდიკა. სემინარი გაიმართება: 29 ოქტომბერი, 1, 3, 5, 8, 10 ნოემბერი  ონლაინ პლატფორმა Zoom - ში, 20:00 – 22:00 სთ.

რეგისტრაცია

ვრცლად
ნიკოლოზ კაჭარავა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

იტალიაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ბრწყინვალედ იასპარეზა და 11 შესაძლებლობიდან 8 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკოლოზ კაჭარავამ. მან ასევე შეასრულა დიდოსტატის მორიგი ბალი და 20 პუნქტით გაიუმჯობესა ფიდეს რეიტინგი.

ვრცლად
მსოფლიო იუნიორთა ჩემპიონატი

11 - 23 ოქტომბერს იტალიაში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატზე მონაწილეობს 58 ქვეყნის 186 მოჭადრაკე, მათ შორისაა 3 ქართველი: ნიკოლოზ კაჭარავა, ნიკოლოზ პეტრიაშვილი და ეკატერინე ფიფია.

ტექნიკური შედეგები   პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ჭაბუკები  გოგონები

ვრცლად
ბუხუტი გურგენიძის თასი-2022

14 - 20 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება ბუხუტი გურგენიძის თასის გათამაშება 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 1800 ლარს.

ტექნიკური შედეგები   პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ჭაბუკები  გოგონები

ვრცლად
მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიადა

1 - 11 ოქტომბერს აზერბაიჯანში იმართება მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიადა 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში მონაწილეობს 23 ქვეყნის 34 გუნდი. საქართველოს ნაკრები გუნდი წარმოდგენილია შემდეგი შემადგენლობით: დავით ნემსაძე, ნიკოლოზ შამათავა, ანასტასია კირთაძე, დენიელ საფაროვი, ლუკა კილაძე.

ტექნიკური შედეგები   პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ვრცლად
ალექსანდრე ბოკუჩავას თასი - 2022

3 - 9 ოქტომბერს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება ცნობილი ქართველი მწვრთნელის ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 1800 ლარს.

დებულება   ტექნიკური შედეგები

ვრცლად
<<19 20 21 22 23 24 25 26 27 28 >>