logo

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური საიტი | GEOCHESS.GE

  • მთავარი
  • ფედერაცია
    • კალენდარი
      • 2021 წელი
      • 2022 წელი
      • 2023 წელი
    • მსაჯები
    • რეგიონები
  • ტურნირები
    • ეროვნული ტურნირები
    • საერთაშორისო ტურნირები
  • რეიტინგები
    • მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
    • საქართველოს საუკეთესო ასეულები
  • განათლება
    • ჭადრაკი ინგლისურად
    • ChessBase
  • ლიცენზირებული
    • მწვრთნელების რეგისტრაცია
    • მწვრთნელის გვერდი
    • შეფასების კრიტერიუმები
    • საატესტაციო გამოცდები
  • აკრედიტირებული
    • აკრედიტაციის წესი
  • ისტორია
    • ანდრია დადიანი
    • ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან
    • პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან
    • მნიშვნელოვანი თარიღები
მთავარი გვერდი
მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

26 - 30 დეკემბერს პოლონეთში იმართება მსოფლიოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობენ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 1 000 000 ევროს.

რაპიდი - ტექნიკური შედეგები     პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ვაჟთა,  ქალთა

ბლიცი - ტექნიკური შედეგები     პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ვაჟთა,  ქალთა

ვრცლად
ფიდეს ონლაინ სუპერ ფინალი დასრულდა

დასრულდა ფიდეს ონლაინ სუპერ ფინალი 10 - 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 12 წლამდე გოგონათა შორის წარმატებით იასპარეზა ანასტასია კირთაძემ და მე-3 საპრიზო ადგილს დაეუფლა. ტურნირი გაიმართა წრიული სისტემით 2 წრედ და მისი საპრიზო ფონდი შეადგენდა 30 000 ევროს.

საბოლოო შედეგები

ვრცლად
პირველი ლიგის ტურნირები დასრულდა

22 დეკემბერს დასრულდა საქართველოს ვაჟთა 81-ე და ქალთა 79-ე ჩემპიონატების პირველი ლიგის ტურნირები. ვაჟთა ტურნირში მონაწილეობდა 21 მოჭადრაკე, ხოლო ქალთა შორის კი 11. პირველი ლიგის ტურნირები ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

საბოლოო შედეგები

ვრცლად
თბილისის ღია ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

23 - 29 დეკემბერს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება თბილისის ღია ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით,

ტექნიკური შედეგები      პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ჭაბუკები,  გოგონები.

ვრცლად
ქარსელაძის მემორიალი დასრულდა

14 - 20 დეკემბერს გაიმართა ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი - საქართველოს ონლაინ პირველობა მწვრთნელთა გუნდებს შორის 8, 10, 12 და 14 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში მონაწილეობდა თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, ფოთის, ლანჩხუთის, სენაკის 36 გუნდი.

საბოლოო შედეგები

ვრცლად
დაბადების დღეს ვულოცავთ!

დაბადების დღეს ვულოცავთ საქართველოს

 

დამსახურებულ მწვრთნელს გოჩა თორიას!

 

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებებს!

ვრცლად
ფიდეს ონლაინ სუპერ ფინალი 10 - 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

18 - 24 დეკემბერს იმართება ფიდეს ონლაინ სუპერ ფინალი 10 - 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი იმართება წრიული სისტემით 2 წრედ და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ევროს. თითოელ კატეგორიაში მონაწილეობს უძლიერესი 6 მოჭადრაკე.

ტექნიკური შედეგები     პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ჭაბუკები,  გოგონები.

ვრცლად
8 მედალი ევროპის სასკოლო ონლაინ ჩემპიონატზე

ქართველმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს ევროპის სასკოლო ონლაინ ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე 10, 11, 13, 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის და 8 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატში მონაწილეობდა 18 ქვეყნის 300-ზე მეტი მოჭადრაკე.

ვრცლად
ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი

14 - 20 დეკემბერს იმართება ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი - საქართველოს ონლაინ პირველობა მწვრთნელთა გუნდებს შორის 8, 10, 12 და 14 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ტურნირი ჩატარდება საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა tornelo.com - ზე.

დებულება   დანართი   ტექნიკური შედეგები    პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: 8 და 12 წლამდე,  10 და 14 წლამდე

ვრცლად
ქალთა 79-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგა

13 - 22 დეკემებერს გაიმართება საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგა. ტურნირი ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 1-2 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

დებულება   ტექნიკური შედეგები    პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ვრცლად
<<19 20 21 22 23 24 25 26 27 28 >>