logo

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური საიტი | GEOCHESS.GE

  • მთავარი
  • ფედერაცია
    • კალენდარი
      • 2021 წელი
      • 2022 წელი
      • 2023 წელი
    • მსაჯები
    • რეგიონები
  • ტურნირები
    • ეროვნული ტურნირები
    • საერთაშორისო ტურნირები
  • რეიტინგები
    • მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
    • საქართველოს საუკეთესო ასეულები
  • განათლება
    • ჭადრაკი ინგლისურად
    • ChessBase
  • ლიცენზირებული
    • მწვრთნელების რეგისტრაცია
    • მწვრთნელის გვერდი
    • შეფასების კრიტერიუმები
    • საატესტაციო გამოცდები
  • აკრედიტირებული
    • აკრედიტაციის წესი
  • ისტორია
    • ანდრია დადიანი
    • ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან
    • პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან
    • მნიშვნელოვანი თარიღები
მთავარი გვერდი
საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

1 - 10 აგვისტოს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის "კახი ჩიგოგიძის თასი". ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდება 29 ივლისს.

ტექნიკური შედეგები   პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ვრცლად
ფოთის XVI საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი

11 - 20 ივლისს ფოთში იმართება XVI საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი-2023". ფესტივალში მონაწილეობს 8 ქვეყნის 415 მოჭადრაკე. ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენს 50 000 ლარს.

ტექნიკური შედეგები   პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ვრცლად
გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა

1 - 11 ივლისს ბათუმში გაიმართა VII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი-2023". ფესტივალში მონაწილეობდა 15-მდე ქვეყნის 360 მოჭადრაკე და საპრიზო ფონდი შეადგენდა 50 250 ლარს. ფესტივალის მთავარი ა ღია ტურნირის გამარჯვებული გახდა საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე.

ტექნიკური შედეგები

ვრცლად
საქართველოს სასკოლო გუნდური ჩემპიონატი

30 ივნისს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს სასკოლო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიოს სასკოლო გუნდური ჩემპიონატის საგზურის მფლობელი გახდა თბილისის თავისუფალი სკოლის გუნდი.

ტექნიკური შედეგები

ვრცლად
საქართველოს ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე

16 - 25 ივნისს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს 32-ე ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. I და II ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურს.

დებულება   ტექნიკური შედეგები   პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: U 10    U14 & 18

ვრცლად
ფიდეს ქალთა გრან-პრის მე-4 ეტაპი

15 - 28 მაისს ნიქოზიაში იმართება ფიდეს ქალთა გრან-პრის მეოთხე ეტაპის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს საუკეთესო 12 მოჭადრაკე ქალი. მათ შორის საქართველოს ნაკრების ლიდერები, საერთაშორისო დიდოსტატები ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.

ტურნირის ვებ-გვერდი    ტექნიკური შედეგები     პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ვრცლად
ევროპის სასკოლო ჩემპიონატი

12 - 22 მაისს ალბანეთში იმართება ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატზე მონაწილეობს 25 ქვეყნის 210 მოჭადრაკე, მათ შორის 19 ქართველი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

ტექნიკური შედეგები  LIVE: 07B  U07G  U09B  U09G  U11B  U11G  U13B  U13G  U15B  U15G

ვრცლად
ჭადრაკის მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდა

2023 წლის 20 მაისს, 12:00 საათზე თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები C კატეგორიის მისანიჭებლად, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს

რეგისტრაცია

ვრცლად
თბილისის ღია ჩემპიონატი 7 წლამდე

10 - 17 მაისს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება თბილისის ღია ჩემპიონატი 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით.

დებულება    ტექნიკური შედეგები

ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

5 - 12 ივნისს ბათუმში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10,12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ინფორმაცია მოწვეული და დამატებითი მოჭადრაკეების შესახებ. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მოზარდ მოჭადრაკეთა სტიმულირების მიზნით:

ვრცლად
<<10 11 12 13 14 15 16 17 18 19 >>