საქართველოს 2020 წლის 8 - 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა ჩემპიონატებში (მათ შორის ონლაინ ჩემპიონატებში) და საქართველოს 2020 წლის სასკოლო ჩემპიონატებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 9 რეგიონის, 28 ქალაქის 390 მოჭადრაკემ და 100 მწვრთნელმა.
თუ სათვალავში მივიღებთ განმეორებად გვარებს, მოჭადრაკეებს, რომლებმაც რამოდენიმე ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, რიცხვი გაიზრდება 656 მდე.
გაეცანით საჭადრაკო თვალაზრისით საქართველოს აქტიურ და პასიურ რეგიონებსა და ქალაქებს. დასკვენები შედეგიან მუშაობაზე თქვენთვის მოგვინდია. იხილეთ თანდართული სიები:
საერთო სია 100 მწვრთნელის სია მედალოსან მოჭადრაკეთა მწვრთნელების სია რეგიონები ქალაქები
2021 წლის 1 აპრილის მონაცემებით 8-18 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ფიდეს რეიტინგის პირველ ასეულში მხოლოდ 4 ქართველი მოჭადრაკეა:
1. 8 წლამდე ჭაბუკთა შორის მე-80 ადგილი გოგავა ლუკა (ქუთაისი) მწვრთნელი - მურმან ესაძე
2. 12 წლამდე გოგონათა შორის 23 ადგილი კირთაძე ანასტასია (ქუთაისი) მწვრთნელი - ნიკოლოზ მანაგაძე
3. 16 წლამდე გოგონათა შორის 23 ადგილი ლომაია დიანა (ფოთი) მწვრთნელი - გოჩა ჩაჩუა
4. 18 წლამდე ჭაბუკთა შორის 39 ადგილი კაჭარავა ნიკოლოზი (თბილისი) მწვრთნელი - მიხეილ მჭედლიშვილი
საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო სათამაშო დღის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ მონაწილეს კოვიდ ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა დადებითი პასუხი. დადგენილი წესების თანახმად, თბილისის ჭადრაკის სასახლეში უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს 8 და 12 წლიან ბიჭების და გოგონების ჩემპიონატის გადადების შესახებ.
26 მარტს დასრულდა საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგა. ბრწყინვალედ იასპარეზა და 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით ტურნირის გამარჯვებული გახდა დიანა ლომაია (ფოთი). მე-2 ადგილი 7 ქულით დაიკავა საერთაშორისო ოსტატმა ალექსანდრა ვახანიამ (თბილისი). ხოლო მე-3 ადგილი კი 6,5 ქულით საერთაშორისო დიდოსტატ სოფიო გვეტაძეს (თბილისი) ერგო.